[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

ციფრული მედიისა და კომუნიკაციის სამაგისტრო პროგრამა Thomson Reuters-ისა და BBC-ის ერთობლივ პროგრამაში ჩაერთო

განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლა

IBSU-ს ციფრული მედიისა და კომუნიკაციის სამაგისტრო პროგრამა Thomson #Reuters-ისა და BBC-ის ერთობლივ პროგრამაში ჩაერთო. IBSU ერთ-ერთია იმ 5 ქართულ წამყვან უნივერსიტეტს შორის, სადაც Thomson Reuters Foundation და BBC Media ერთობლივ პროექტს განახორციელებენ მაგისტრანტებისთვის.

პირველ ჰიბრიდულ შეხვედრაზე დაიგეგმა სამომავლო აქტივობები. იგი BBC Media-ს პროგრამის Eastern Neighbourhood Counter Disinformation პრეზენტაციით გაიხსნა, რომელსაც ესწრებოდნენ უნივერსიტეტის ფოკუს-ჯგუფები და სტუდენტები. შეხვედრაში IBSU-ს მხრიდან მონაწილეობდა ციფრული მედიისა და კომუნიკაციის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი პროფ. დალი ოსეფაშვილი.

პროექტი სამწლიანი იქნება და მიზნად ისახავს მაგისტრანტებისთვის ხარისხიან ინტერნეტმედიაში ანაზღაურებად სტაჟირებას მულტიმედიის მიმართულებით, პროფესორებისთვის კი ტრენინგების შეთავაზებას.