სიახლეები
- 23/01/2024
მედია პროდიუსერები IBSU-ს ჟურნალისტიკის პროგრამის სტუდენტებს შეხვდნენ
მოქმედი მედია პროდიუსერები IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებს შეხვდნენ და მათი სიუჟეტების იდეებს გაეცნენ.
ღონისძიება გაიმართა საგან ‘სატელევიზიო ახალი ამბების’ ლექტორის თამარ მშვენიერაძის ორგანიზებით, რომელიც მიზნად ისახავდა დასკვნითი გამოცდის წინ სტუდენტები აღმოჩენილიყვნენ რეალურ სამუშაო სიტუაციაში და გაევლოთ ე.წ. ფიჩინგის (სიუჟეტის თემის ინიციირების) პროცესი, რომლის დროსაც რეპორტიორებს რედაქციის წინაშე უხდებათ საკუთარი იდეების წარდგენა, დაცვა და კორექტირება.
რედაქციის საბჭოს წევრები იყვნენ ორგანიზაცია ჩაიხანას პროდიუსერი მარიამ ჯაჭვაძე, სტუდია მონიტორის ჟურნალისტი ქეთი თუთბერიძე, ტელეკომპანია ფორმულას გადაცემის ‘ბიზნესის ფორმულას’ რედაქტორი ანა ცხოვრებოვა და გადაცემა ‘მე-17 სართულის’ პროდიუსერი გიორგი ჩხვიმიანი, რომელიც შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის 2021 წლის კურსდამთავრებულია.