[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

10th National Conference – Modern Trends in ELT

განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლა

2015 წლის 21 თებერვალს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა უმასპინძლა მე-10 ეროვნულ კონფერენციას თემაზე: თანამედროვე მიმართულებები ინგლისური ენის სწავლების მეთოდოლოგიაში. ღონისძიება ჩატარდა საქართველოს ინგლისური ენის მასწავლებელთა ასოციაციის ორგანიზებით (ETAG). კონფერენციის მხარდამჭერი გახლდათ: დიდი ბრიტანეთის საბჭო, აშშ-ს საელჩო თბილისში და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი. კონფერენცია ეძღვნებოდა ETAG-ის ოცი წლის თავს. ეს გახლავთ ასოციაცია, რომელიც გამოირჩევა აქტიურობით ინგლისური ენის მასწავლებელთა გადამზადების კუთხით 1995 წლიდან.
კონფერენციის მთავარმა მომხსენებლებმა, რომლებიც მოწვეულნი იყვნენ ბრიტანეთის საბჭოსა და აშშ-ს საელჩოს მიერ, წარმოადგინეს პრეზენტაციები თანამედროვე გლობალური მიმდინარეობების შესახებ ინგლისური ენის სწავლების მეთოდოლოგიაში. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და საქართველოს ინგლისური ენის მასწავლებელთა ასოციაციას შორის ხელი მოეწერა მემორანდუმს შემდგომი თანამშრომლობის შესახებ კვლევის, პროფესიული ზრდისა და განვითარების საკითხებში