[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

2016 წლის კურსდამთავრებულები

განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლა

განათლებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტების კიდევ ერთმა ნაკადმა დაასრულა ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამა და წარმატებით დაიცვა საბაკალავრო ნაშრომი ინგლისურ ენათმეცნიერების, ანგლო-ამერიკულ ლიტერატურისა და ინგლისური ენის სწავლების განხრით. სტუდენტებმა წარმოადგინეს შესანიშნავი ნაშრომები მრავალფეროვან თემატიკაზე: თანამედროვე მიმართულებები და მიდგომები ინგლისური ენის სწავლებაში, საკლასო გარემოს მართვა, ვიქტორიანული ინგლისის გასაოცარი ლიტერატურა, გოთური საშინელებათა რომანები და მისტიური პერსონაჟები, რომლებიც 21-ე საუკუნის მკითხველსაც კი ხიბლავენ, ინგლისური ენის, სტრუქტურისა და ლექსიკის სპეციფიკა, ინგლისური ენის განვითარების ნიუანსები და მრავალი სხვა საინტერესო საკითხი ინგლისური ფილოლოგიის კვლევის სფეროდან. ერთ დროს გაუბედავმა ახალგაზრდებმა ლექტორების წინაშე თავდაჯერებით წარმოადგინეს თავიანთი ცოდნა და გამოცდილება. ჩვენ ვამაყობთ 2016 წლის გამოშვებით და არ ვემშვიდობებით მათ. პირიქით, სიხარულით ვეგებებით ახალგაზრდა კოლეგებსა და მეგობრებს. გაიცანით, ესენი არიან:

მარიამ დათუკიშვილი

რაჰმან დემირქოლ

ჩაღდაშ დინჩოლ

მუსტაფა ელმას

ნინო გოგოლაძე

ლანა ჯომიდავა

სუმეიიე ქაანოღლუ

ნინო ქარდავა

გურანდა ხაბეიშვილი

ქეთევან ხმალაძე

იაქუფ ქილიჩ

ნინი მანჯავიძე

სონგულ ოზჯან

მუჰამმედ ფათიჰ ოზელ

შეჰრიბან შენ

ზეინეფ თაშდემირ

ჯელალ თომრის

უნალ ფაჰრიიე ნურ