22 დეკემბერს პროფესიული პრაქტიკის გავლის შესახებ ანგარიშები წარადგინეს სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის მეოთხე, დამამთავრებელი კურსის სტუდენტებმა. ტელეკომპანია „იმედში“ პროფესიული სტაჟირება გაიარა ლიკა ქსოვრელმა, ტელეკომპანია „მაესტროში“ კი – თინათინ გოგიშვილმა და გვანცა ნადიბაიძემ. პროფესიული პრაქტიკის განმავლობაში მომზადებული სიუჟეტების თემატიკა მრავალფეროვანი იყო – ადგილობრივი არჩევნები, საქართველოს ახალი კონსტიტუცია, ახალი ბიზნესის ინიციატორიების ისტორიები, ცნობილი ქართველი მწერლის ილია ჭავჭავაძის 180 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება… სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ პროფესიული პრაქტიკის დასრულების შემდეგაც სტუდენტები ტელეკომპანიებში მუშაობას განაგრძობენ.