[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Image Alt

22 დეკემბერს პროფესიული პრაქტიკის გავლის შესახებ ანგარიშები წარადგინეს სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის მეოთხე, დამამთავრებელი კურსის სტუდენტებმა.

სოციალურ, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტი

22 დეკემბერს პროფესიული პრაქტიკის გავლის შესახებ ანგარიშები წარადგინეს სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის მეოთხე, დამამთავრებელი კურსის სტუდენტებმა. ტელეკომპანია „იმედში“ პროფესიული სტაჟირება გაიარა ლიკა ქსოვრელმა, ტელეკომპანია „მაესტროში“ კი – თინათინ გოგიშვილმა და გვანცა ნადიბაიძემ. პროფესიული პრაქტიკის განმავლობაში მომზადებული სიუჟეტების თემატიკა მრავალფეროვანი იყო –  ადგილობრივი არჩევნები, საქართველოს ახალი კონსტიტუცია,  ახალი ბიზნესის ინიციატორიების ისტორიები, ცნობილი ქართველი მწერლის ილია ჭავჭავაძის 180 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება…  სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ პროფესიული პრაქტიკის დასრულების შემდეგაც სტუდენტები ტელეკომპანიებში მუშაობას განაგრძობენ.