[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის განათლებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მიერ ორგანიზებული მე-4 სტუდენტუტი კონფერენცია

განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლა

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის განათლებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით 22 მარტს გაიმართა მე-4 სტუდენტური კონფერენცია. კონფერენციის მონაწილეთა რიცხვი ყოველწლიურად იზრდება და მასში ერთვებიან ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სხვადასხვა სპეციალობის სტუდენტები – ინგლისური ფილოლოგია, ამერიკათმცოდნეობა, ინგლისური ენის სწავლება და განათლების ადმინისტრირება. სტუდენტები ენთუზიაზმით ჩართვნენ კონფერენციაში და წარმოადგინეს საინტერესო თემები შესაბამის დარგში – ანგლო-ამერიკული ლიტერატურა და ენათმეცნიერება, ინგლისური ენის სწავლება, კულტურა და საზოგადოება. უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ილიას ჩილოღლუმ მისასალმებელი სიტყვით გახსნა კონფერენცია და კმაყოფილება გამოთქვა, რომ განათლებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი ძალისხმევას არ იშურებს სტუდენტების ცოდნის გაღრმავებისა და მათი პროფესიული ზრდის ხელშეწყობისათვის. სტუდენტებს ასევე მიმართეს ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა თამარ შიოშვილმა და პრო-რექტორმა, პროფესორმა ნათელა დოღონაძემ.

ყველა სტუდენტის მიერ წარმოდგენილი მოხსენება იყო საინტერესო და მათი პრეზენტაციები შეესაბამებოდა აკადემიურ სტანდარტებს; მიუხედავად ამისა, მაინც გამოვლინდნენ გამარჯვებულები:

I ადგილი გურანდა ხაბეიშვილი
ეკატერინე კვანტალიანი
რაჰმან დემირკოლ& რეჯეპ ემრე
II ადგილი ანა საფაროვა
ლუბოვ გრიგორიანი
სალომე კომლაძე
III ადგილი ნოდარ ხუციშვილი
მარიამ კურტანიძე& მარიამ სულამანიძე
ქეთევან ხმალაძე
ლიკა ლაბაძე
ნინო ჩიტორელიძე

გამარჯვებულები მიიღებენ პრიზებს; პირველი ადგილი – ქინდლი (Kindle – ელექტრონული წიგნი), ხოლო მეორე და მესამე ადგილის მფლობელები – კემბრიჯის, ოქსფორდისა და ლონგმენის გამომცემლობების წიგნებს. ფაკულტეტის რეკომენდაციით პირველი ადგილის პრიზიორები თავიან მოხსენებებს წარმოადგენენ განათლებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მიერ ორგანიზებულ მე-6 საერთაშორისო კონფერენციაზე. განათლებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი მადლობას უხდის უნივერსიტეტის ადმინისტრაციას ამ ღირებული ინიციატივის მხარდაჭერისა და დაფინანსებისათვის.