[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

მეხუთე საერთაშორისო კვლევითი კონფერენცია განათლებაზე

განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლა

მეხუთე საერთაშორისო კვლევითი კონფერენცია განათლება, ინგლისურ ენასა და მისი სწავლების მეთოდიკაზე და ინგლისურენოვან ლიტერატურაზე ჩატარდა განათლების ფაკულტეტზე 1-2 მაისს. კონფერენცია გახსნა მისმა თავმჯდომარემ, შზსუ-ის პრორექტორმა პროფესორმა დოქტორმა ნათელა დოღონაზემ. გახსნის ცერემონიაში მონაწილეობა მიირეს აშშ-ს კულტურის ატაშემ ჯეიმს დიუიმ, შზსუ-ს რექტორმა, პროფესორ, დოქტორმა ილიას ჩილოღლუმ, განათლებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა პროფესორ, დოქტორმა თამარ შიოსვილმა, საქართველოს ინგლისური ენის მასწავლებელთა ასოციაციისა და ბრიტანეთის  საბჭოების წარმომადგენლებმა.

  • 100-ზე მეტ მონაწილემ 7 ქვეყნიდან (საქართველო, თურქეთი, ერაყი, პოლონეთი, აშშ, უგანდა და აზერბაიჯანი)  წარმოადგინა  მოხსენება. მომხსენებლებმა მოიპოვეს მონაწილეობის სერტიფიკატები.
  • კონფერენციაში წარმოდგენილი იყო საქართველოს 9, თურქეთის 6, ერაყის 1, პოლონეთის 2, აშშ-ს 1 და აზერბაიჯანის 1 უნივერსიტეტი, რამდენიმე სკოლა და საგანმანათლებლო დაწესებულება
  • განათლებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა  ფაკულტეტის აკადემიურმა პერსონალმა (8), ენათა სკოლის (2),) და სხვა ფაკულტეტებიდან (2) მიიღო მონაწილეობა კონფერენციაში
  • ჩვენი ფაკულტეტის საუკეთესო ბაკალავრიატის 9 და დოქტორანტურის 12-მა სტუდენტმა წარმოადგინა თავისი თემები, გარდა ამისა, შზსუ-ის სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებმა წაიკითხა მოხსენება

მასალები, როგორც ყოველთვის, დაიბეჭდება უმოკლეს ვადებში. ყოველ წელს კონფერენცია უფრო დიდი მასშტაბით იმართება.