[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

ამერიკისმცოდნეობის მე-9 ყოველწლიური საერთაშორისო კვლევითი კონფერენცია

განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლა

2016 წლის 17 ნოემბერს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩატარდა ამერიკისმცოდნეობის მე-9 ყოველწლიური საერთაშორისო კვლევითი კონფერენცია. გახსნაზე სიტყვით გამოვიდა ამერიკის შეერთებული შტატების მისიის ხელმძღვანელის მოადგილე ნიკოლას რ. ბერლინერი, რომელმაც ხაზი გაუსვა ინგლისურენოვანი ამერიკისმცოდნეობის მულტიდისციპლინარული პროგრამის მნიშვნელობას, როგორც შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტისნდა ამერიკის საელჩოს, ასევე საქართველო-ამერიკის ურთიერთობის განვითარებისათვის, რომელიც დაიწყო 25 წლის წინ და სტაბილური წარმატებით გრძელდება. გახსნაზე ასევე სიტყვით გამოვიდნენ უნივერსიტეტის რექტორი პროფ. დოქტ. ილიას ჩულოღლუ და განათლებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი და ამერიკისმცოდნეობის კოორდინატორი პროფ. დოქტ. თამარ შიოშვილი, რომელმაც გამოთქვა მადლიერება იმ დიდი მხარდაჭერისათვის, რასაც ამერიკის საელჩო ეწევა ამერიკისმცოდნეობის პროგრამის სტუდენტების და ლექტორების პროფესიული განვითარების ამაღლების მიზნით, იქნება ეს შეუფასებელი ბიბლიოთეკით აღჭურვა, თუ ცნობილი ამერიკელი ექსპერტებისა და მაღალკვალიფიციური პროფესორების მოწვევა წამყვანი ამერიკული უნივერსიტეტებიდან.