[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

მე-9 საერთაშორისო კვლევითი კონფერენცია განათლების, ენისა და ლიტერატურის საკითხებზე (IRCEELT 2019)

განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლა

2019 წლის 3-4 მაისს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში განათლებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით ჩატარდა მე-9 საერთაშორისო კონფერენციას (IRCEELT), რომელიც ეძღვნებოდა განათლების, ინგლისური ენის სწავლების, ინგლისური ენისა და ინგლისურენოვანი ლიტერატურის საკითხების კვლევას.

ყოველწლიური კონფერენცია მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს მკვლევარებს, პრაქტიკოსებს, პოლიტიკოსებს და აკადემიური სფეროს წარმომადგენლებს იმსჯელონ და განიხილონ განათლებასთან დაკავშირებული საკითხები, დაძლიონ გამოწვევები, განვითარდნენ პროფესიულად, გაუზიარონ ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება და მოსაზრებები. აგრეთვე, კონფერენცია ემსახურება მთავარ მიზანს  – ხელი შეუწყოს თეორიასა და პრაქტიკას შორის არსებულ მჭიდრო კავშირს, რომლის მეშვეობითაც შეისწავლიან კვლევის შედეგების პრაქტიკაში გამოყენების სხვადასხვა შესაძლო პერსპექტივას. კონფერენციაში ტრადიციულად მონაწილეობას იღებდნენ გამოცდილი და ცნობილი პედაგოგები, პროფესორები და განათლების სპეციალისტები სხვადასხვა ქვეყნიდან: საქართველო, დიდი ბრიტანეთი, შეერთებული შტატები, უნგრეთი, ესპანეთი, ლატვია, ფინეთი, ისრაელი, ბელორუსი, თურქეთი, რუსეთის ფედერაცია, სომხეთი, ყაზახეთი, უკრაინა, აზერბაიჯანი, ირანი, ერაყი, ინდოეთი, იორდანია, მალაიზია, ფილიპინები, სამხრეთ კორეა, ომანი, ყატარი, ტაილანდი, ნიგერია, ალჟირი და განა.

კონფერენცია საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებლის მოადგილე ელიზაბედ რუდმა გახსნა. „ძალიან მნიშვნელოვანია ეს ღონისძიება იმ მხრივ, რომ მასში ჩართულები არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნების წარმომადგენლები, სტუდენტები, დოქტორანტები. ეს კონფერენცია, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ინგლისური ენის განმტკიცების კუთხით და ეკონომიკური თვალსაზრისითაც. მოხარული ვარ, რომ მაქვს აქ ყოფნის შესაძლებლობა“, – განაცხადა ელიზაბედ რუდმა. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის ილიას ჩილოღლუს თქმით, შეხვედრაზე ბევრი საინტერესო საკითხი იქნება განხილული, მათ შორის განათლების სფეროში არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები. „ ჩვენი მიზანია, ვისაუბროთ განათლების პრობლემებზე, თუ როგორ უნდა იქნას გადაჭრილი არსებული გამოწვევები, ვფიქრობ, ძალიან საინტერესო იქნება“, – განაცხადა ილიას ჩილოღლუმ. განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა ხაზი გაუსვა მსგავსი კონფერენციების აუცილებლობას: “საერთაშორისო თანამშრომლობის გაფართოების კუთხით საუნივერსიტეტო და სამეცნიერო სივრცეშიმსგავსი შეხვედრები არის უაღრესად მნიშვნელობანი” – მარიამ ჯაში. IBSU-ს განათლების და ჰუმანიტარული მეცნიერებების ფაკულტეტის პროფესორი ნათელა დოღონაძე ამბობს, რომ საერთაშორისო კონფერენცია მრავალფეროვან თემატიკას მოიცავს და მათ შორისაა: განათლების ფილოსოფია, საკლასო ოთახის მენეჯმენტი, განათლების ფსიქოლოგია, ლინგვისტიკა, განათლების ტექნოლოგია, დისტანციური განათლება, მობილური სწავლება, ენების პროგრამების ევოლუცია და ა.შ. „ეს არის საერთაშორისო კვლევითი კონფერენცია განათლების, ენის და ლიტერატურის სწავლების მეთოდიკაზე, მე- 9 წელია ტარდება და წელს 27 ქვეყანა მონაწილეობს. თუ სახელმწიფოს წარმატება უნდა, განათლება არის ერთ-ერთი მთავარი ასპექტი ქვეყნის განვითარებისთვის. ეს არის თვალსაზრისებისა და ინფორმაციის გაზიარება განათლების სფეროში, გარდა ამისა, ეს არის შესანიშნავი ადგილი კონტაქტების დასამყარებლად. ყველანაირი საკითხი გვაქვს გამოტანილი, მაგალითად განათლების ფსიქოლოგია, სწავლების მეთოდები სხვადასხვა დარგების მიხედვით; არის ინჟინერია, ენების სწავლება, ასევე სასკოლო ასაკის, უმაღლესის და პოსტუმაღლესის სწავლების მეთოდები და ა.შ. კონფერენციის სამუშაო ენა არის ინგლისური, მნიშვნელოვანია, რომ მასალები ყოველთვის იბეჭდება და ჩვენს თანამშრომლებს და მაგისტრანტებს აქვთ შესაძლებლობა გაეცნონ, ეს მათთვის ძალიან დიდი შანსია მეცნიერულად განვითარდნენ“, – ამბობს ნათელა დოღონაძე. 

კონფერენციის სამუშაო ენა არის ინგლისური. წარმოდგენილი ნაშრომები მოიცავს საინტერესო თემებს:

  • განათლება (ისტორია, ფსიქოლოგია, განათლების თეორიული საკითხები)
  • სასწავლო გარემოს მენეჯმენტი
  • განათლების ლიდერობა, მენეჯმენტი და ადმინისტრირება
  • უცხოური ენების სწავლების მეთოდები (სიახლეები და ეფექტურობა)
  • საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სწავლა-სწავლების პროცესში
  • ანგლო-ამერიკული ლინგვისტიკა და ლიტერატურა
  • ენა და კულტურა

ნაშრომები ქვეყნდება კონფერენციის ნარკვევებში (ISSN: 2298-0180).