საქართველოში წინასაარჩევნოდ არსებული მედიაგარემო მიმოიხილეს საჯარო ლექციაზე, რომელიც სოციალურ, ჰუმანიტარულ და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისთვის ჩატარდა.
ლექცია ჩაატარა არასამთავრობო ორგანიზაცია – საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს – მედიის პროგრამების მენეჯერმა მამუკა ანდღულაძემ.
ლექციის დროს სპიკერმა მიმოიხილა ისეთი თემები, როგორიცაა – ჟურნალისტების ფიზიკური უსაფრთხოება, ჟურნალისტური ორგანიზაციების მესაკუთრეებზე განხორციელებული ზეწოლა, ამომრჩეველთა ინფორმირების პროცესი, პოლარიზებული და პოლიტიზებული მედია, ჟურნალისტთა შრომითი უფლებების დაცვა და სხვა.
ლექცია წარიმართა კითხვა-პასუხის ფორმატში, სტუდენტებმა სტუმარს მათთვის საინტერესო შეკითხვები დაუსვეს.