[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სემინარი აკადემიურ წერაში

განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლა

განათლებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით ჩატარდა სემინარი აკადემიურ წერაში ინგლისური ფილოლოგიისა და ამერიკისმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამების სტუდენტებისათვის. სემინარს გაუძღვა ფაკულტეტის ინგლისური ენის ლექტორი და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ინგლისური ენის სპეციალისტი ბატონი ქევინ ჰერში. სემინარი არის უფრო კომპლექსური პროგრამის ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავს შავის ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში აკადემიური წერის ცენტრის ჩამოყალიბებას. სემინარში მონაწილეობა მიიღეს მეორე, მესამე და მეოთხე კურსელმა სტუდენტებმა, რომელთაც სურთ აკადემიური წერის უნარ-ჩვევების ფორმირება და განვითარება. სემინარის მსვლელობისას სტუდენტები გაეცნენ გარკვეულ საკვანძო საკითხებსა და აკადემიურ წერის მნიშვნელობას და ჩაერთნენ ინტერაქტიულ და საინტერესო აქტივობებში. სტუდენტები მიიღებენ სერთიფიკატს, რომელსაც ამერიკის საელჩოსთან თანამშრომლობის პირობებში გასცემს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი. სემინარის მსვლელობისას გამორჩეულ სტუდენტებს ფაკულტეტი მოამზადებს აკადემიური წერის ტრენერებად და ისინი მომავალში დაეხმარებიან უნივერსიტეტის სხვა ფაკულტეტის სტუდენტებს აკადემიური წერის უნარ-ჩვევების ფორმირებაში.