[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

რიჩარდ ნორლანდის ვიზიტი IBSU-ში

განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლა

5 ნოემბერს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, რიჩარდ ნორლანდი დაესწრო „ამერიკისმცოდნეობის მე-7 ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციას“, რომელიც ტარდება განათლებისა და მეცნიერებათა ფაკულტეტის ეგიდით.

ბ-ნი რიჩარდი გახლავთ ამერიკელი დიპლომატი, რომელიც ბარაკ ობამამ წარადგინა ელჩად საქართველოში, ხოლო სენატმა დაამტკიცა ამ პოსტზე. რიჩარდ ნორლანდი ამ დრომდე ვაშინგტონის ეროვნულ სამხედრო კოლეჯში საერთაშორისო ურთიერთობებში მრჩეველი და ხელმძღვანელის მოადგილე იყო. იგი ასევე გახლდათ აშშ-ის ელჩი უზბეკეთში (2007-2010 წლები).

კონფერენციის მომხსენებლები იყვნენ: ტარა კელი – ისტორიული პრეზერვაციის მეცნიერებათა მაგისტრი. „Friends of The Upper East Side Historic Districts-ის“ აღმასრულებელი დირექტორი, ნიუ იორკი, აშშ; ტიმოთი ბლუველტი – ამერიკული საბჭოების ხელმძღვანელი საქართველოში.

კონფერენციის ფარგლებში სიტყვით გამოვიდნენ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორები. ისინი მოხსენებაში ეხებოდნენ იმ თემებს, რომლებიც უშუალოდ ეხებოდა: ამერიკის ისტორიასა და კულტურას; განათლების სისტემასა და პროგრამებს; ქვეყნის მნიშვნელობას საერთაშორისო ასპარეზზე; ამერიკასა და საქართველოს ურთიერთობას, ასევე იმ შესაძლებლობებს, რომლებსაც ამერიკა სთავაზობს ქართველ სტუდენტებს.

მოგეხსენებათ, რომ „ამერიკისმცოდნეობის საერთაშორისო კონფერენცია“ ტარდება ყოველწლიურად განათლებისა და მეცნიერებათა ფაკულტეტის ეგიდით და მასში აქტიურად არიან ჩართულნი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორები, ასევე საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტების ამერიკანისტები.