სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საერთაშრისო ურთიერთობების მიმართულების სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს ტელეკომპანია „იბერია TV”-ს მიერ მომზადებულ ანალიტიკურ ტოქ-შოუში „პანორამა“. გადაცემა მიეძღვნა რუმინეთის ელჩის რადუ ჰორუმბას ლექციას თემაზე „შავი ზღვის უსაფრთხოება“.
ბატონ ელჩთან ერთად გადაცემას შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტიდან უძღვებოდნენ სამხედრო ჟურნალისტი გიორგი ცხვიტავა და პოლიტიკური ანალიტიკოსი გია აბაშიძე. სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ გამოეხატათ საკუთარი მოსაზრება საკითხის გარშემო და შესულიყვნენ დისკუსიაში როგორც ელჩთან ასევე მოწვეულ ექსპერტებთან.