11 მაისს, 13:00 საათზე შავი ზღვის საერთაშორისო უნივერისიტეტის საკონფერენციო დარბაზში ამერიკისმცოდნეობისა და ინგლისური ფილოლოგიის მიმართულების სტუდენტებს და პროფესორ-მასწავლებელებს მიეცათ უნიკალური შესაძლებლობა შეხვედროდნენ პოპულიარულ ამერიკელ მწერალ დონა ლიონს (https://www.donaleon.et), რომლის დეტექტიური ჟანრის წიგნები დიდი ხანია იქცა ბესტსელერად. ქალბატონმა ლიონმა ისაუბრა ამერიკულ ლიტერატურაზე, მსმენელებს გაუზიარა თავისი გამოცდილება რომანის დეტექტიური ჟანრის ნაწარმოებების წერის ირგვლივ და თუ რატომ არის ინგლისურენოვანი დეტექტივი ასეთი პოპულარული მსოფლიოში. შეხვედრას დაესწრნენ ამერიკის ელჩის რიჩარდ ნორლანდის მეუღლე მერი ჰარტნერი და ამერიკის საელჩოს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კორტნი ე. ოსტრიანი.