[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

ამერიკელი პროფესორის საჯარო ლექცია ჟურნალისტიკის საბაკალავრო სტუდენტებისათვის

განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლა

„თანამედროვე ჟურნალისტიკის გამოწვევები” – ამ სათაურით ჩატარდა საჯარო ლექცია 29 მარტს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში.  საჯარო ლექცია წაიკითხა ცნობილმა ამერიკელმა ჟურნალისტმა  და მედიამკვლევარმა ჯონ მაქსველ ჰამილტონმა,  იგი ერთ-ერთი ავტორია წიგნისა „ჩაეჭიდე პრესას“.

ღონისძიებას ესწრებოდნენ სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკის პროგრამის სტუდენტები. მათ გაიზიარეს სტუმრის გამოცდილება,  მოისმინეს საინტერესო ისტორიები, მიიღეს  სასარგებლო რჩევები. სტუმარმა მომავალ ჟურნალისტებს სამი ძირითადი რჩევა მისცა –  გამოიმუშავონ წერის საკუთარი სტილი, დაიცვან ჟურნალისტური სტანდარტები და მხოლოდ ნიჭის იმედად არ იყვნენ, ვინაიდან ბევრია ნიჭიერი ადამიანი, მაგრამ ცოტაა ისეთი, ვინც მძიმე შრომას არ შეუშინდება.

ჯონ მაქსველ ჰამილტონი ლუიზიანას სახელმწიფო უნივერსიტეტის მასკომუნიკაციის სკოლის პროფესორი და ვუდროუ ვილსონის მეცნიერთა საერთაშორისო ცენტრის გლობალური მკვლევარია.