[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

IBSU-ს ამერიკისმცოდნეობის პროგრამის პროფესორებმა და სტუდენტებმა აშშ-ს საელჩოს ორგანიზებულ ონლაინ კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა

განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლა

2021 წლის 9 დეკემბერს, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მოწვევით, საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავ ვირტუალურ სპიკერ პროგრამაში მონაწილეობა მიიღეს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ამერიკისმცოდნეობის საბაკალავრო და სადოქტორო პროგრამების კოორდინატორმა – პროფ. დოქტ. თამარ შიოშვილმა, ასოცირებულმა პროფესორებმა: თეა ჭუმბურძემ, ნინო გამსახურდიამ და ამერიკისმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამის პირველი, მეორე და მესამე კურსის სტუდენტებმა.

ღონისძიება გახსნა და მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა. ამერიკული პერსპექტივიდან ადამიანის უფლებების შესახებ მოხსენებით წარსდგა  ამერიკული პერსპექტივიდან აშშ-ს საელჩოს პოლიტიკურ-ეკონომიკური განყოფილების მრჩეველი ევან ლიოტი, ხოლო ქართული პერსპექტივიდან ადამიანის უფლებებზე ისაუბრა სახალხო დამცველის მოადგილემ თამარ გვარამაძემ.

სპიკერებმა უპასუხეს აუდიტორრიის შეკითხვებს.