[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

გასვლითი ლექცია თემაზე ,,სპორტი და ეროვნული იდენტობები”

განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლა

14 მაისს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის გაიმართა
გასვლითი ლექცია თემაზე ”სპორტი და ეროვნული იდენტობები”. სტუდენტებს და
მოწვეულ სტუმრებს დინამო არენამ უმასპინძლა. შეხვედრა სიმბოლურად ეძღვნებოდა 1981
წლის 13 მაისს თბილისის ”დინამოს” მიერ უეფას თასების მფლობელთა თასის მოგებას და ამ
მოვლენის ეროვნულ მნიშვნელობას ქართული საზოგადოებისთვის.
სტუდენტებისთვის ლექციები გამართეს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის
მოწვეულმა ლექტორმა, ისტორიკოსმა დავით ბრაგვაძემ თემაზე ”სპორტი და
ნაციონალიზმი” და სპორტულმა ჟურნალისტმა სანდრო ცნობილაძემ თემაზე ”1981 წლის 13
მაისი და ქართული ეროვნული იდენტობა”. ლექციის ფარგლებში მომხსენებლები
საუბრობდნენ, ერთი მხრივ, ფეხბურთის, როგორც ყველაზე პოპულარული მასობრივი
სანახაობის სოციალურ და ეროვნულ მნიშვნელობაზე, მეორე მხრივ კი სპორტის სხვა
სახეობების ეროვნულ დატვირთვაზე სხვადასხვა ქვეყნებისთვის.
ღონისძიება ჩატარდა კურსის ”ნაციონალიზმი საერთაშორისო ურთიერთობებში”
(ხელმძღვანელი ნ.სამხარაძე) ფარგლებში. ლექციის ბოლოს სტუდენტებმა დინამო არენას
ადმინისტრაციისგან საჩუქრად მიიღეს გარუნ აკოფოვის მიერ შედგენილი ცნობარი ”დინამო
თბილისი”.