[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

ივლიანე ხაინდრავას საჯარო ლექცია „სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოებში მიმდინარე თანამედროვე პოლიტიკური პროცესების ანალიზი“

განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლა

სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების მიერ ინიცირებული სალექციო კურსი „კავკასია ფოკუსში: რეგიონის ანალიზი ინტერდისციპლინურ ჭრილში“ გრძელდება. 14 ნოემბერს საჯარო ლექცია გამართა საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილებ ივლიანე ხაინდრავამ თემაზე „სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოებში მიმდინარე თანამედროვე პოლიტიკური პროცესების ანალიზი“. ბატონმა ივლიანემ თავისი მოხსენების ფარგლებში სტუდენტებს წარუდგინა სხვადასხვა მნიშვნელოვანი მონაცემები სამი კავკასიური სახელმწიფოს – აზერბაიჯანის, საქართველოსა და სომხეთის შესახებ, მიმოიხილა მათი დემოგრაფიული მდგომარეობა, რელიგიურ-კულტურული თავისებურებები და ისტორიული განვითარების მნიშვნელოვანი დეტალები, რომლებიც სხვადასხვა ფორმით გავლენას ახდენენ ამ სახელმწიფოებში არებულ ზოგად პოლიტიკურ სურათზე. ლექციის განმავლობაში წარმოდგენილი იყო ასევე თითოეულ სახელმწიფოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ანალიზი, საკვანძო მოთამაშეები და გადაწყვეტილების მიმღები პირების როლი, სამოქალაქო საზოგადოების აქტიურობა და საზოგადოებრივი განწყობების დინამიკა. დისკუსიის ფორმატში სტუდენტებისთვის საინტერესო აღმოჩნდა სავარაუდო სცენარები კავკასიაში კონფლიქტების გადაჭრის მიმართულებით და მიმდინარე შიდა პოლიტიკური მოვლენების როლი ამ პროცესებში.

სალექციო კურსი 17 დეკემბრამდე გაგრძელდება და მოიცავს კავკასიის რეგიონთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხების მიმოხილვას ინტერდისციპლინურ ჭრილში. კურსის დასრულების შემდეგ თითოეულ მონაწილეს, რომლებიც დაესწრებიან არანაკლებ 7 ლექციას, გადაეცემათ სერტიფიკატი.