[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

მორიგი გაცნობითი ვიზიტი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში

განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლა

სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მმართველობის მიმართულების სტუდენტების მორიგი გაცნობითი ვიზიტი შედგა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში. სტუდენტებმა მოქალაქეთა მომსახურების განახლებული ცენტრი დაათვალიერეს.

ისინი ადგილზე გაეცნენ მოქალაქეთა განახლებულ ცენტრში არსებულ სერვისებს, რომელთა მიღებაც მოქალაქეებს ერთ სივრცეში შეუძლიათ და შეიტყვეს ინფორმაცია იმ სიახლეების შესახებ, რომელიც დაგეგმილია ელექტრონული მომსახურების მიმართულებით, უახლოეს პერიოდში ნებისმიერი მომსახურების მიღებას მოქალაქეები სახლიდან გაუსვლელად შეძლებენ.

ეს საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მმართველობის პროგრამის მიერ განხორციელებული უკვე მეორე ვიზიტია დედაქალაქის მერიაში. მსგავსი ვიზიტების საშუალებით სტუდენტებს შესაძლელობა ეძლევათ, ადგილზე გაეცნონ საჯარო დაწესებულებების ფუნქციონირების სპეციფიკას და უშუალოდ საჯარო მოხელეებისგან მიიღონ მათთვის საინტერესო ინფორმაცია სპეციალობის შესახებ.