2019 წლის 22 თებერვალს გაიმართა სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მიერ ინიცირებული პროექტის „სტუდენტთა სარეიტინგო სისტემის“ მეშვიდე ეტაპის გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოება. 2018-2019 აკადემიური წლის შემოდგომის სემესტრში ფაკულტეტის სტიპენდიანტი გახდა საერთაშორისო ურთიერთობების ინგლისურენოვანი პროგრამის მესამე კურსის სტუდენტი ეთერი გლურჯიძე. პროექტის ფარგლებში სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის 10-მდე სტუდენტი დაჯილდოვდა მიმდინარე სწავლის გადასახადზე 10%-იანი ფასდაკლებით, იბსუს ტრენინგ-ცენტრში მათთვის სასურველი ერთი ტრენინგით და წიგნის მაღაზიათა ქსელ „ბიბლუსის“ 50-ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერებით.
შეხვედრაზე, ასევე, მოხდა პროექტის მერვე ეტაპის განახლებული პირობების და კრიტერიუმების წარდგენა. 2018-2019 წლის გაზაფხულის სემესტრიდან ნაცვლად ერთი სტიპენდიანტისა დაჯილდოვდება ორი სტიპენდიანტი. პირველ ადგილზე გასული სტუდენტი მიიღებს ყოველთვიურ 100-ლარიან, ხოლო მეორე ადგილზე გასული სტუდენტი – 80-ლარიან სტიპენდიას მომდევნო სემესტრის განმავლობაში. ცვლილება განიცადა ასევე პროექტის კრიტერიუმებმა და მინიჭებულმა ქულებმა.
სტუდენტთა სარეიტინგო სისტემა არის სტუდენტების ჩართულობის სტრატეგიის ფარგლებში სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მიერ ინიცირებული პროექტი, რომელიც გულისხმობს სტუდენტების რეიტინგის შედგენას მათ მიერ კლასგარეშე და არაპროგრამულ ღონისძიებებში გამოჩენილი აქტიურობის მიხედვით როგორც უნივერსიტეტში, ისე მის ფარგლებს გარეთ. პროექტის ძირითადი პრინციპი გულისხმობს სტუდენტთა რეიტინგის დადგენას მოცემული კრიტერიუმებისთვის მინიჭებული ქულების დაჯამების გზით. პროექტის მერვე ეტაპის განახლებული პირობები იხილეთ საიტზე.
[wpbgallery id=5513]