9-10 მარტს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროექტის “სოციალური მეცნიერებები დამწყებთათვის” ფარგლებში ჩატარდა ტრენინგთა ციკლი ბორჯომში. აღნიშნულ პროექტში მონაწილეობა მიიღო მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის 200-მდე მოსწავლემ.
მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია საერთაშორისო ურთიერთობების, საჯარო ადმინისტრირების და სახელმწიფო მმართველობის, ეკონომიკისა და ისეთი მნიშვნელოვანი უნარების შესახებ, როგორებიცაა: ეფექტური პრეზენტაცია, მეწარმეობა, მოხალისეობა, რეზიუმესა და CV-ის შევსება და ა.შ.
ჩვენი ჯგუფი მადლობას უხდის შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადმინისტრაციას, ქალაქ ბორჯომის მე-3 საჯარო სკოლას, მის დირექტორ ხათუნა ხარაზიშვილს და პედაგოგ ნინო კევლიშვილს გაწეული დახმარებისათვის.
“სოციალური მეცნიერებები დამწყებთათვის” უახლოეს მომავალში კვლავ დაგიბრუნდებათ სიახლეებით.