[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

კარიერული შესაძლებლობები

განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლა

ბოლონიის პროცესში ჩართვის შედეგად შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ფუნქციონირებს კარიერული განვითარების ცენტრი, რომელიც სტუდენტებს ხელს უწყობს პროფესიული გამოცდილების მიღებასა და გაღრმავებაში კარიერული განვითარებისთვის შესაბამისი განათლების უზრუნველყოფის გზით.

სტაჟირების შესაძლებლობების შექმნა ფაკულტეტის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ვინაიდან სტაჟირება პროგრამების აუცილებელი შემადგენელი ნაწილია, ჩვენ ვცდილობთ დავამყაროთ პარტნიორული ურთიერთობები ქვეყნის წამყვან კვლევით ორგანიზაციებთან, სასამართლოებთან, სამთავრობო და არასამთავრობო უწყებებთან. მემორანდუმის ფარგლებში ვთანაშრომლობთ ისეთ ორგანიზციებთან, როგორიცაა საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS), ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC), ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), საქართველოს სტრატეგიულ სწავლებათა ინსტიტუტი (GISS) და სხვა.

სტაჟირება ხშირად წარმოადგენს დასაქმების პლატფორმას ჩვენი სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის. ის ზრდის სტუდენტთა კონკურენტუნარიანობას დასაქმების ბაზარზე, სრულყოფს მათ უნარებს და საშუალებას აძლევს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი კადრი გახდეს. სტაჟირების დასრულების შემდეგ ჩვენი სტუდენტების ნაწილი სამუშაოდ რჩება ამა თუ იმ ორგანიზაციაში.

გაეცანით წარმატებულ ისტორიებს: