სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით მე-4 ერთობლივი სტუდენტური კონფერენცია ’’კავკასია გზაჯვარედინზე: რეგიონული სტაბილურობის გამოწვევები“ გაიმართა.
კონფერენცია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით ჩატარდა და მოიცავდა ისეთ თემატიკებს, როგორიცაა საერთაშორისო ურთიერთობები, ეკონომიკა, ჟურნალისტიკა, საჯარო მმართველობა და სოციოლოგია.
გახსნის ცერემონიალის შემდეგ კონფერენციის მუშაობა გაგრძელდა სასესიო სხდომებზე. სესიები დაყოფილი იყო სხვადასხვა სფეროების და თემების მიხედვით. კონფერენცია მიმდინარეობდა 4 სესიად, რომლის ფარგლებშიც მოხსენებები წარადგინეს როგორც შავი ზღვის საერთაშორისო, ისე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტებმა.
კონფერენციის მსვლელობას თვალს ადევნებდნენ აკადემიური კომისიის წევრები შესაბამისი დისციპლინებიდან, რომელთა შეფასების საფუძველზე თითოეულ სესიაში გამოვლინდა გამარჯვებული ნაშრომის ავტორი. გამარჯვებულებმა სერთიფიკატებთან ერთად მიიღეს თბილისი მოლის 100-ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერი.
კონფერნცია ერთდღიანი იყო და მიზნად ისახავდა სხვადასხვა პროფესიის ახალგაზრდებში ცოდნის ამაღლებას, მომავალი ლიდერებისა და მკვლევრების შეკრებას, რაც ხელს შეუწყობს დიალოგის პროცესს კავკასიის რეგიონულ სტაბილურობაზე.
კონფერენცია მიმდინარეობდა ქართულ და ინგლისურ ენებზე.