გატყობინებთ „სასწავლო პროცესის მარეგულირებელ წესში“ ცვლილების შეტანის შესახებ:
სტუდენტი ვალდებულია გამოცდ(ებ)ის გაცდენის საპატიო მიზეზი დაადასტუროს, ფაკულტეტის/სამაგისტრო და სადოქტორო სწავლების
ინსტიტუტის საბჭოსთვის საპატიო მიზეზის დამადასტურებელი შემდეგი დოკუმენტების წარდგენის გზით:
ა) ცნობა იმის თაობაზე, რომ გადიოდა გეგმიურ/გადაუდებელ ჰოსპიტალიზაციას;
ბ) კომპონენტის გამოცდა ემთხვევა სხვა კომპონენტის გამოცდის დროს;
გ) ცნობა სავალდებულო სამხედრო სამსახურში მსახურების თაობაზე;
დ) ცნობა საქმიანი მივლინების შესახებ, რომელიც ორგანიზებულია შზსუ-ის ან სახელმწიფო სტრუქტურების მიერ;
ე) ოჯახის წევრის გარდაცვალების ცნობა.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს ფაკულტეტის/ სამაგისტრო და სადოქტორო ინსტიტუტის საბჭო.