მონაწილეებს შეუძლიათ წარმოადგინონ ნაშრომები შემდეგ თემებზე (დასაშვებია როგორც ერთ ქვეყანაში არსებული მდგომარეობის, ისე – რამდენიმე ქვეყნის შედარებითი ანალიზი რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ):
a
ეკონომიკა
a
-ეკონომიკური რეფორმები, ეკონომიკური პოლიტიკა და ბიზნესის განვითარება კავკასიის რეგიონში;
-სამხრეთ კავკასიის ეკონომიკური ინტეგრაცია ევროკავშირში;
-ეროვნული ვალუტების გაუფასურება და ეკონომიკური გამოწვევები კავკასიის რეგიონში;
-კავკასიის რეგიონის, როგორც აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის სატრანზიტო დერეფნის, პერსპექტივები;
-მდგრადი ეკონომიკური განვითარების პერსპექტივები და გამოწვევები კავკასიის რეგიონში;
-უმუშევრობა და მუშახელის მოძრაობა კავკასიის რეგიონში.
a
საერთაშორისო ურთიერთობები და პოლიტიკის მეცნიერება
a
-კავკასია: რეგიონული უსაფრთხოების გამოწვევები;
-„გაყინული კონფლიქტები“ კავკასიის რეგიონში – გამოწვევები და გადაჭრის გზები;
-ტერორიზმი, როგორც საფრთხე კავკასიის რეგიონული სტაბილურობისათვის;
-კავკასია და ევროინტეგრაციის პროცესი;
-საერთაშორისო ორგანიზაციების როლი კავკასიაში;
-პატარა ქვეყნის როლი საერთაშორისო ურთიერთობებში;
-სამხრეთ კავკასიის რეგიონის სამეზობლო პოლიტიკა.
a
საჯარო ადმინისტრირება და სახელმწიფო მმართველობა
a
-საჯარო სექტორის რეფორმირება: საერთაშორისო გამოცდილება და არსებული გამოწვევები;
-ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) (საჯარო სექტორის გაუმჯობესება, სამოქალაქო ჩართულობის გაზრდა, -საჯარო რესურსების ეფექტური მართვა);
-სამოქალაქო ჩართულობა საჯარო პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში (კავკასიაში);
-პოლიტიკური ტრანსფორმაცია კავკასიაში: ტენდენციები, გამოწვევები და მიღწევები;
-პოლიტიკური სისტემა: საპრეზიდენტო და საპარლამენტო მმართველობების განვითარების ტენდენციები;
-პარტიული პოლიტიკა: პოლიტიკური პარტიების ბუნება და პარტიული სისტემები;
-დემოკრატიზაცია და ავტორიტარიზმი: დემოკრატიზაციის გამოწვევები და ავტორიტარიზმის გაძლიერების ტენდენციები;
-საარჩევნო სისტემები, ამომრჩევლის ქცევადა პოლიტიკური კომუნიკაცია;
-პოლიტიკური კულტურა, პოლიტიკური მონაწილეობა, აქტივიზმი და სოციალური მოძრაობები;
a
ჟურნალისტიკა
a
-გამოხატვის თავისუფლება და რეგიონული მედიის გამოწვევები;
-ჟურნალისტური ეთიკა რეგიონში;
-საქართველოს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებული საინფორმაციო გამოწვევები.
a
ინტერდისციპლინური სესია
a
-მდგრადი განვითარების ტენდენციები კავკასიის რეგიონში;
-გენდერული საკითხები კავკასიის რეგიონში;
-მიგრაციები კავკასიაში და კავკასიიდან;
-ოჯახი და ქორწინება;
-დევიაცია და დანაშაული;
-განათლება და მასთან დაკავშირებული პრობლემები კავკასიის რეგიონში;
-კონფლიქტები და მისი გადაჭრის გზები;
-კულტურული ტრანსფორმაცია სამხრეთ კავკასიაში.