[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

„გადაწყვეტილების მიღება ვიზალიბერალიზაციის პროცესში“ – დავით სოლომონიას საჯარო ლექცია სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე

განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლა

24 მარტს სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მოწვევით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორის დავით სოლომონიას საჯარო ლექცია გაიმართა თემაზე „გადაწყვეტილების მიღება ვიზალიბერალიზაციის პროცესში“.

ბატონმა დავითმა საჯარო ლექციის ფარგლებში ისაუბრა ვიზალიბერალიზაციის პოლიტიკურ და სოციალურ მნიშვნელობაზე. სტუმარმა მიმოიხილა ის ბიუროკრატიული მექანიზმები, რომლის ამოქმედებაც დასჭირდა ქვეყანას ევროპასთან უვიზო მიმოსვლის მისაღწევად. საუბარი შეეხო ასევე იმ პირობებს და თავისებურებებს, რასაც თავისუფალი მიმოსვლა ითვალისწინებს. ბატონი დავითის მოხსენების შემდეგ სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ, კითხვა-პასუხის რეჟიმში ესაუბრათ სტუმართან ისეთ თემებზე, როგორიცაა მომავალი პერპექტივები ევროპასთან დაახლოების თვალსაზრისით, თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები და საგარეო სამქეთა სამინისტროს ხედვა ევროკავშირთან ურთიერთობების გაგრძელებისთვის.

აღნიშნული შეხვედრით დასრულდა საერთაშორისო ურთიერთობებისა და საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მმართველობის ერთობლივი პროექტი “გადაწყვეტილების მიღების პროცესის გამოწვევები საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკაში“. პროექტის განმავლობაში გაიმართა ათი საჯარო ლექცია, რომელსაც უძღვებოდნენ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიმღები პირები, ექსპერტები, ადგილობრივი თუ მოწვეული ლექტორები და ა.შ.

პროექტისთვის წინასწარ დარეგისტრირებული სტუდენტები მიიღებენ შესაბამის სერთიფიკატებს, ასევე მათთვის განხორციელდება პროფესიული ვიზიტი შესაბამის საჯარო დაწესებულებაში.