[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

დებატები FSS-ზე დაიწყო!

განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლა

26 ოქტომბერს დაიწყო სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტური ინიციატივის ფარგლებში დაგეგმილი პროექტი „დებატები FSS-ზე!“.

წინასწარ დარეგისტრირებული 8 გუნდი გაივლის 3-დღიან ტრენინგს დებატების ხელოვნებაში. კარლ პოპერის ფასეულობათა ფორმატის დებატებში ტრენინგს უძღვება თავისუფალი დებატების ლიგის მოდებატე ილია ქარდავა. ტრენინგის შედეგად მიღებულ ცოდნას სტუდენტები გამოავლენენ დებატების ორდღიან ჩემპიონატზე, რომელიც 30-31 ოქტომბერს გაიმართება და რომლის გამარჯვებული გუნდიც დაჯილდოვდება წიგნების მაღაზიათა ქსელ “ბიბლუსის” სასაჩუქრე ვაუჩერებით.

პროექტი იმართება ნატოსა და ევროკაშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრთან თანამშრომლობით. ჩემპიონატის ფინალი 31 ოქტომბერს სწორედ საქართველოს ევროპულ და ჩრდილოატლანტიკურ ორგანიზაციებში ინტეგრაციას შეეხება.