24 მაისს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ბატონმა სოლომონ პავლიაშვილმა გამართა საჯარო ლექცია თემაზე „საქართველოს სატყეო დარგში არსებული გამოწვევები და განვითარების პერსპექტივები”.
შეხვედრის ფარგლებში საუბარი შეეხო ტყის სასიცოცხლო მნიშვნელობას ეკოლოგიური სისტემისთვის, სხვადასხვა რეგულაციებსა და შეთანხმებებს საქართველოს აღმასრულებელი სექტორის მიერ ტყის მართვასთან დაკავშირებით. საპატიო სტუმარმა სატყეო პოლიტიკის სამმართველოს უფროს ლაშა ძაძამიასთან ერთად წარმოადგინა მონაცემები, რომლებიც აჩვენებს ტყის მართვასთან დაკავშირებულ გამოწვევებსა და პრობლემებს საქართველოში. ბატონმა ლაშამ და ბატონმა სოლომონმა სტუდენტებთან საუბარი გამართეს სხვადასხვა საკითხების შესახებ, როგორიცაა მოსახლეობის დამოკიდებულება ტყის რესურსებზე, მერქნის ათვისების არასწორი პრაქტიკა, არალეგალური ჭრები და ბუნდოვანი მერქნის ბაზარი, ტყეში თანამშრომელთა მუშაობის სახიფათო გარემო და სხვა.