[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სადისკუსიო პლატფორმა სამშვიდობო საკითხებზე

განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლა

27 თებერვალს სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების ორგანიზებით ჩატარდა სადისკუსიო პლატფორმა სამშვიდობო საკითხებზე. სადისკუსიო ვორქშოფი მოიცავდა ქართული და აფხაზური ბიოგრაფიული ინტერვიუების მოსმენას და ანალიზს.

პროგრამის ფარგლებში სტუდენტებმა მოისმინეს  ქართველი და აფხაზი რესპოდენტების ბიოგრაფიული ინტერვიუები და დისკუსიის რეჟიმში განიხილეს საკითხი სრულიად განსხვავებულ პრიზმაში. დისკუსიის განმავლობაში წამოიჭრა ისეთი საკითხები, როგორიცაა პოლიტიკური ელიტების როლი კონფლიქტის გაღვივებაში, კომუნიკაციის პრობლემა გადაწყვეტილების მიმღებ პირებსა და საზოგადოების სხვადასხვა წევრებს შორის, ენობრივი, ეთნიკური და კულტურული განსხვავებულობის ფაქტორი, კონფლიქტის ზოგადი კონტექსტი და ა.შ. პროექტი საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების სასწავლო პროცესის ადმინისტრატორის სოფო ინასარიძის ინიციატივით ბერგჰოფის ფონდთან თანამშრომლობით განხორციელდა. ვორქშოფების მონაწილეთა შორის პროექტის მეორე ეტაპისთვის შერჩეულ მონაწილეებს ჩაუტარდებათ ვორქშოფების კიდევ ერთი ეტაპი, სადაც უფრო ღრმად შეისწავლიან კონფლიქტს. მეორე ეტაპის მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.