[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

ოლივერ რაისნერის ლექცია პროექტის „ნაციონალისტური ნარატივები და მეხსიერების ფორმირება ყოფილი კომუნისტური ბლოკის ქვეყნებში“ ფარგლებში

განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლა

საგანმანათლებლო-კვლევითი პროექტის „ნაციონალისტური ნარატივები და მეხსიერების ფორმირება ყოფილი კომუნისტური ბლოკის ქვეყნებში“ ფარგლებში სალექციო კურსი გააგრძელა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ოლივერ რაისნერმა თემით „სტალინის კულტი – მუზეუმი საქართველოში“.  ლექციის ფარგლებში საუბარი შეეხო სტალინის კულტის ჩამოყალიბების ისტორიას, მიზეზებსა და თავისებურებებს საბჭოთა და პოსტ-საბჭოთა საქართველოში, სტალინის სიმბოლოს მითად ქცევის პროცესს, დესტალინიზაციის პერიოდებს და სხვადასხვა პოლიტიკური ელიტების ინტერესებს საკითხის გარშემო.

პროექტი ხორციელდება შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების და პოლიტიკის და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნაციონალიზმისა და ეთნიკურობის კვლევების სამაგისტრო პროგრამების თანამშრომლობით.  პროექტის ფარგლებში დეკემბრის განმავლობაში მიმდინარეობს სალექციო კურსი, რომელსაც გაუძღვებიან ნაციონალიზმისა და მეხსიერების პოლიტიკის ქართველი და უცხოელი მკვლევარები, ექსპერტები, რომლებიც მიმოიხილავენ საკითხის სხვადასხვა განზომილებებს და დაეხმარებიან პროექტის მონაწილეებს აკადემიური სტატიების შექმნაში. სალექციო კურსის დასრულების შემდეგ ახალგაზრდა მკვლევარები იმუშავებენ სამეცნიერო სტატიებზე, რომელთაგან საუკეთესოები გამოქვეყნდება სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალის სპეციალური გამოცემის სახით. პროექტი დასრულდება გამოცემის პრეზენტაციით მრგვალი მაგიდის ფორმატის დისკუსიის სახით, რომლის ფარგლებშიც პროექტის მონაწილეები წარადგენენ საკუთარ კვლევებს და მათ შედეგებს, რის შემდეგაც გაიმართება დისკუსია პანელურ რეჟიმში.