4 მაისს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შემეცნებით-საგანმანათლებლო ტურს, „ჩვენ ვიხდით გადასახადებს და ვქმნით უსაფრთხო მომავალს“, ,,შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის” ეკონომიკის მიმართულების სტუდენტები შეუერთდნენ.
სტუდენტებმა საბაჟო გამშვები პუნქტი ,,სადახლო-საავტომობილო“, გაფორმების ეკონომიკური ზონა „თბილისი“ და ისანი-სამგორის სერვისცენტრი დაათვალიერეს და საგადასახადო და საბაჟო სისტემების ფუნქციონირებისა და მნიშვნელობის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს