[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

EDUHUM 2015 პირველკურსელთა საორიენტაციო შეხვედრა

განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლა

2015 წლის 18 სექტემბერს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის განათლებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტმა ინგლისური ფილოლოგიისა და ამარიკათმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამების სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა. უნივერსიტეტის რექტორმა, ასოც. პროფესორმა, დოქტორმა ილიას ჩილოღლუმ მისასალმებელი სიტყვით მიმართა აუდიტორიას. სტუდენტებს ასევე მიმართეს სიტყვით ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა თამარ შიოშვილმა და უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა ნათელა დოღონაძემ. ამერიკათმცოდნეობისა და ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამების კოორდინატორებმა, პროფ. თამარ შიოშვილმა და ასოც. პროფესორმა ნიკოლოზ ფარჯანაძემ სტუდენტებს გააცნეს პროგრამების სტრუქტურა. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერმა, პროფ. ეკატერინე ფიფიამ და ვიცე-დეკანმა, ასოც. პროფესორმა მეჰმეთ შაჰინერმა ისაუბრეს სასწავლო კურსების თავისებურებებისა და უნივერსიტეტის შინაგანაწესის შესახებ. ფორმალური შეხვედრის შემდეგ ინგლისური ფილოლოგიის პროგრამის სტუდენტებმა აუდიტორიას წარმოუდგინეს იუმორისტული სკეჩი. შეხვედრის დასასრულს ფაკულტეტის ასოც. პროფესორმა გიორგი შადურმა და ამერიკათმცოდნეობის სტუდენტებმა შეასრულეს ამერიკული ბლუზის რამოდენიმე კომპოზიცია. შეხვედრა იყო ნაყოფიერი და ინფორმაციული. პირველკურსელ სტუდენტებსა და მათ მშობლებს შესაძლებლობა მიეცათ ახლოს გაეცნოთ ფაკულტეტის ადმინისტრაცია, აკადემიური პერსონალი და უნივერსიტეტის გარემო.