[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

Erasmus + Staff პროგრამის ფარგლებში IBSU-ს თანამშრომლები იმყოფებოდნენ ლუბლინის WSPA უნივესტიტეში

განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლა

IBSU-ს საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის კოორდინატორი ბაია ივანეიშვილი და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის თანამშრომელი ნათია მაღალაშვილი, Erasmus + Staff პროგრამის ფარგლებში 10 დან – 15 ოქტომბრამდე, სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ პოლონეთის, ქალაქ ლუბლინის WSPA უნივესტიტეში, სადაც დაესწრნენ 2022-2023 აკადემიური წლის ოფიციალური გახსნის ცერემონიას, შეხვდნენ საერთაშორისო ურთიერთობების დეკანსა და ვიცე – რექტორს.

შეხვედრაზე დამსწრეებმა ერთმანეთს გაუზიარეს უნივერსიტეტის ხედვა და მიზნები. საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის ხელმძღვანელი ქალბატონი ბაია პროგრამის განვითარების მიზნით  გაეცნო WSPA-ს საერთაშორისო ურთიერთობის პროგრამას და დაგეგმეს თანამშრომლობა კურიკულუმის განვითარების მიზნით.  WSPA-ს ადმინისტრაციამ სურვილი გამოთქვა IBSU-ს სტუდენტურ კონფერენციებში ჩართვაზე.