14 მარტს დაიწყო სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის სემინარების სერია თემაზე„ევროპეიზაცია საქართველოში: პოლიტიკური, სოციალური და კულტურული განზომილებები“.
სემინარების სერია ხორციელდება ცენტრის პროექტის „საქართველოს ევროპეიზაციის შესახებ ცნობიერების ამაღლება აკადემიურ სივრცეში“ ფარგლებში Erasmus+ Jean Monnet Activities ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის პირველ დღეს სემინარები ჩატარდა თემებზე ევროპეიზაციის მექანიზმები საქართველოში და უმაღლესი განათლების რეფორმა ევროპეიზაციის კონტექსტში. სემინარებს უძღვებოდნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ლია წულაძე და სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის თანამშრომლები დიანა ლეჟავა და მარიამ ამაშუკელი.
სემინარების მომდევნო ეტაპზე პროექტის მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ EU Talks-ში, რაც გულისხმობს საქართველოსევროპეიზაციის საკითხებზე პრეზენტაციის მომზადებას და ფართო აუდიტორიისთვის წარდგენას.