[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

გარე მობილობა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში

განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლა

ცხადდება 2018-2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობა მე-2, მე-3 და მე-4 კურსელებისთვის!

მობილობის ეტაპები და ვადები
2018-2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობის პროცესის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული ვადები

პირველი ეტაპი:
1. ცენტრის მიერ მობილობის წესით ჩასარიცხ სტუდენტთა ადგილების ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადა – 2019 წლის 14 იანვრიდან 16 იანვრის ჩათვლით.

მეორე ეტაპი:
1. სტუდენტთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადა – 2019 წლის 17 იანვრის 12:00 საათიდან 01 თებერვლის 18:00 სთ-მდე;
2. სტუდენტთა მიერ მობილობის საფასურის გადახდის ვადა – 2019 წლის 17 იანვრის 12:00 საათიდან 01 თებერვლის 18:00 სთ-მდე;
3. ელექტრონულ პორტალზე მობილობის შედეგების გამოქვეყნების ვადა – 2019 წლის 06 თებერვალი.

მესამე ეტაპი:
1. ელექტრონულ პორტალზე დადებითი შედეგის შემთხვევაში სტუდენტის მიმღებ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გამოცხადების ვადა – მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი ვადები;
2. მიმღებ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სტუდენტის მობილობის თაობაზე წერილობითი განაცხადისა და პირადი საქმის ასლების წარდგენის ვადა – მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი ვადები;
3. მიმღები დაწესებულების მიერ აღიარებული კრედიტების რაოდენობის თაობაზე სტუდენტის მიერ წერილობითი განცხადებით დადასტურების (თანხმობა/უარი) ვადა- მიმღები უმაღლესი დაწესებულების მიერ დადგენილი ვადები.

მეოთხე ეტაპი:
1. მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა შესახებ დაწესებულებების სამართლებრივი აქტების პროექტების (თანდართული ელექტრონული ფორმით) ცენტრში წარდგენის ვადა არაუგვიანეს – 2019 წლის 06 თებერვლიდან 14 თებერვლის ჩათვლით;
2. სამართლებრივი აქტების პროექტებზე ცენტრის მიერ დასკვნების გაცემის ვადა – 2019 წლის 15 თებერვლიდან 26 თებერვლის ჩათვლით;
3. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ სტუდენტთა მობილობის წესით ჩარიცხვის თაობაზე ბრძანების გამოცემის ვადა – 2019 წლის პირველ მარტამდე.

მეხუთე ეტაპი:
1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ სტუდენტთა მობილობის წესით ჩარიცხვის შესახებ გამოცემული ბრძანების საგანმანათლებლო დაწესებულებათა რეესტრში ასახვის ვადა არაუგვიანეს- 2019 წლის 04 მარტისა;
2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ სტუდენტთა მობილობის წესით ჩარიცხვის შესახებ გამოცემული ბრძანების ცენტრში წარდგენის ვადა არაუგვიანეს – 2019 წლის 05 მარტისა;
3. მობილობით გადასული სტუდენტების მიმართ სტატუსის შეწყვეტის შესახებ ბრძანების გამოცემის ვადა – 2019 წლის 06 მარტის ჩათვლით;
4. მობილობით გადასული სტუდენტების მიმართ სტატუსის შეწყვეტის შესახებ გამოცემული ბრძანების საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში ასახვის ვადა- 2019 წლის 06 მარტის ჩათვლით;
5. მობილობით გადასული სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შესახებ ბრძანება და მასთან დაკავშირებული ინფორმაციის ელექტრონული ვერსია ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი ფორმის შესაბამისად ცენტრს წარედგინება- 2018 წლის 07 მარტამდე;
6. მობილობით გადასული სტუდენტების მიმართ სტატუსის შეწყვეტის შესახებ გამოცემული ბრძანებიდან ამონაწერის (თანდართული დოკუმენტებით) გაცემის ვადა -სტუდენტის მიმართვიდან 1 კვირა. 

 

გაეცანით სასწავლო პირობებსა და გრანტებს:https://goo.gl/514RL5

#მოდიიბსუში