სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი ახორციელებს დაფინანსების ან თანადაფინანსების პროგრამას საერთაშორისო კვლევით პროექტებში ფაკულტეტის მეორე და მესამე (მაგისტრატურის და დოქტორანტურის) საფეხურის სტუდენტებისთვის. პროექტის მიზანია სტუდენტების კვლევით პროექტებში ჩართულობის და ეფექტიანი კვლევითი საქმიანობის ხელშექყობა. აღნიშნული ინიციატივა მიზნად ისახავს წახალისდეს სტუდენტთა ჩართულობა საერთაშორისო კვლევით პროექტებში, პრაქტიკული კვლევითი უნარების განვითარება და და სამეცნიერო აქტივობის ინტენსივობისა და ხარისხის გაზრდა, ფაკუტლეტის მაგისტრანტი და დოქტორანტი საფეხურებისთვის აკადემიური ხარისხის გაზრდა და ამისთვის შესაბამისი ფინანსური თუ მატერიალური რესურსის უზრუნველყოფა.
კვლევითი პროექტისთვის დაფინანსების ან თანადაფინანსების მისაღებად სტუდენტმა უნდა მიმართოს დეკანატს და წარმოადგინოს ფაკულტეტის დეკანის სახელზე დაწერილი განცხადება. ფაკულტეტის საბჭო დაუყოვნებლივ განიხილავს განცხადებას და მიიღებს გადაწყვეტილებას პროექტის დაფინანსების ან თანადაფინანსების შესახებ.