[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტმა წარჩინებული სტუდენტები და მათი სკოლის დირექტორები დააჯილდოვა

განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლა

სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტმა წარჩინებული სტუდენტები და მათი სკოლის დირექტორები დააჯილდოვა.  ფაკულტეტის ოთხი საბაკალავრო პროგრამის მიმართულების მაღალი აკადმეიური მოსწრების მქონე სტუდენტებს სიმბოლურ საჩუქრებთან ერთად შესაბამისი სერთიფიკატები გადაეცათ.

მადლობის სიგელებით დაჯილდოვდნენ, აგრეთვე, ის სკოლები, რომლებიც სკოლის მოსწავლეებისთვის განხორციელებული არაფორმალური განათლების პროექტებში აქტიურად თანამშრომლობდნენ უნივერსიტეტთან. ღონისძიების ფარგლებში შედგა საკონსულტაციო შეხვედრა სკოლის მოსწავლეების (უმთავრესად მაღალკლასელების) საჭიროებების და ინტერესების უკეთ შესწავლის მიზნით. საუბარი შეეხო ფაკულტეტის მიერ დაგეგმილ სხვადასხვა საგანმანათლებლო – შემეცნებით ღონისძიებასა და სკოლებსა და ფაკულტეტს შორის თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებს.

აღნიშნული შეხვედრის ფარგლებში სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტმა უმასპინძლა თბილისისა და რეგიონების როგროც საჯარო, ისე კერძო სკოლებს. ღონისძიებას დაესწრო სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, ბაია ივანეიშვილი, ასევე ფაკულტეტის სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამის კოორდინატორები. ღონისძიება დასრულდა ფურშეტით, რომლის დროსაც დამსწრე საზოგადოებას დისკუსიის  არაფორმალურ გარემოში გაგრძელდების საშუალება ჰქონდათ.