[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

ფაკულტეტის წევრების შეხვედრა საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მმართველობის მიმართულების სტუდენტებთან

განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლა

სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხარისხის მართვის სამსახურის ინიციატივით ფაკულტეტის წევრები საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მმართველობის მიმართულების სტუდენტებს შეხვდნენ.

პროგრამის ადმინისტრატორმა ელენე ბენდელიანმა სტუდენტებს წარუდგინა ანგარიში, რომელიც შეეხებოდა გასული სემესტრის განმავლობაში ჩატარებული საკონსულტაციო შეხვედრების შედეგად გამოკვეთილ ძირითად პრობლემებსა და მათზე რეაგირების მექანიზმებს. სტუდენტებს ინფორმაცია მიეწოდათ იმ ზომების შესახებ, რომლებიც გატარდა მათ მიერ დასახელებული გამოწვევების აღმოსაფხვრელად, პროგრამის გასაუმჯობესებლად და სტუდენტებზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს შესაქმნელად. შეხვედრას ესწრებოდნენ სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი ბაია ივანეიშვილი და ფაკულტეტის ხარისხის მართვის სამსახურის უფროსი პროფესორი დოქტორი ეკატერინე ფიფია, რომლებმაც მოისმინეს სტუდენტების დამატებითი შეფასებები და მათგან მიიღეს ახალი რეკომენდაციები საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მმართველობის საბაკალავრო პროგრამის განვითარების სტრატეგიის შესამუშავებლად.