[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

აკადემიური წერის სემინარი შზსუ-ს ლექტორებისათვის

განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლა

2018 წლის 22 მარტს ინგლისური ენის პროფესიონალმა მასწავლებელმა კევინ ჰირსშიმ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში (შზსუ) ჩაატარა აკადამიური წერის სამიტი. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა სფეროში მომუშავე 30-ზე მეტმა ლექტორმა, ადმინისტრატორმა და კურსდამთავრებულმა. ღონისძიების მიზანს წარმოადგენდა სწავლების მნიშვნელობის მოკვლევა აკადამიური წერის საშუალებით, აკადემიური წერის ინტეგრირება  გლობალური ინსტიტუტების მიერ გამოყენებული დისციპლინის სპეციფიურ კურსებში, სტუდენის მუშაობის მიმოხილვა, სასწავლო პროცესის ძირითად ეტაპებზე შზსუ-ს სტუდენტებისათვის კრიტიკული აზროვნებისა და საერთაშორისოდ აღიარებული მიდგომების საფუძველზე აკადემიური წერის შედეგების შემუშავება.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ინგლისური ენის პროფესიონალი მასწავლების პროგრამამ შზსუ-სთან თანამშრომლობით 2016-2017 და 2017-2018 აკადამიურ წლებში მოიწვია კევინ ჰირსში. კევინმა რამდენიმე ქვეყანაში ჩაატარა აკადემიური წერის კურსი ინგლისურის როგორც უცხო ენის (ESL, EFL) სტუდენტებისათვის, გარდა ამისა მან ჩაატარა კვლევა ავტორების საჭიროებებზე, როგორც ძირითადი სპეციალობის კურსებში, ასევე საუნივერსიტეტო დონეზე შეფასების დიზაინის საკითხებთან დაკავშირებით.  ვიდეო               ფოტოები