სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების მიერ ინიცირებული სალექციო კურსი „კავკასია ფოკუსში: რეგიონის ანალიზი ინტერდისციპლინურ ჭრილში“ გრძელდება. 19 ნოემბერს საჯარო ლექცია გამართა საქართველოს უსაფრთხოებისა და განვითარების ცენტრის დირექტორის მოადგილემ გიორგი გოგუაძემ თემაზე „ტერორიზმი კავკასიის რეგიონში და უსაფრთხოების სხვა გამოწვევები“. ლექციის ფარგლებში საუბარი შეეხო ტერორიზმის, როგორც გლობალური საფრთხის აღქმის, განსაზღვრისა და მის წინააღმდეგ ბრძოლის თავისებურებებსა და ტექნიკას. სხვადასხვა მაგალითების საფუძველზე მიმოხილული იყო საზოგადოების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების საფუძვლები და მოტივაციები. დისკუსიის ფორმატში სტუდენტებისთვის საინტერესო აღმოჩნდა სავარაუდო სცენარები კავკასიის რეგიონში ტერორიზმის საფუძვლებისა და პერსპექტივების შესახებ როგორც თეორიულ ისე პრაქტიკულ ჭრილში.
სალექციო კურსი 17 დეკემბრამდე გაგრძელდება და მოიცავს კავკასიის რეგიონთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხების მიმოხილვას ინტერდისციპლინურ ჭრილში. კურსის დასრულების შემდეგ თითოეულ მონაწილეს, რომლებიც დაესწრებიან არანაკლებ 7 ლექციას, გადაეცემათ სერტიფიკატი.