შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მმართველობის პროგრამის ინიციატივით საქართველოს უსაფრთხოების და განვითარების ცენტრის დირექტორის მოადგილის გიორგი გოგუაძეს საჯარო ლექცია გაიმართა .
მოწვეული სტუმარი გახლდათ ტერორიზმის კვლევისა და ანალიზის კონსორციუმის მკვლევარი, რომლის ფარგლებშიც ლექციაზე განხილული იქნა უსაფრთხოების საკითხები, საქართველოში ამჟამად მდგარი ყველაზე მწვავე პრობლემები , რომელიც საჭიროებს სწრაფ რეაგირებას. ამასთანავე განხილულ იქნა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები და კონფლიქტის მოგვარების გზები. ლექციის მანძილზე სტუდენტები აქტიურად იყვნენ ჩართული დისკუსიაში.