[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

ინსტრუქცია ავტორთათვის

განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლა

აბსტრაქტი

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გამოაგზავნონ აბსტრაქტი ქართულ ან ინგლისურ ენაზე, რომელიც დააკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:

  1. აბსტრაქტი უნდა შეიცავდეს საკვანძო სიტყვებს (მაქსიმუმ 4 საკვანძო სიტყვა), პრობლემის/დასმული საკითხის მოკლე აღწერასა, კვლევის მეთოდოლოგიას და თეორიულ დისკუსიას;
  2. მოცულობით უნდა იყოს მინიმუმ 550 და მაქსიმუმ 600 სიტყვა;
  3. MS Word-ის ფორმატში (Times New Roman, Sylfaen, შრიფტის ზომა -12, სტრიქონებს შორის 1.5 ინტერვალით. ფურცლის არესა და ტექსტს შორის მანძილი უნდა შეადგენდეს 1 ინტერვალს.);

აბსტრაქტის გამოსაგზავნად გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა.

 

ნაშრომის სრული ვერსია

აბსტრაქტების შერჩევის შემდეგ მონაწილეებმა უნდა წარმოადგინონ თავიანთი ნაშრომის სრული ვერსია, რომელსაც  უნდა ჰქონდეს სტატიის ფორმა და აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს.

 

 

პრეზენტაცია

კონფერენციის დღეს მონაწილეებმა უნდა წარადგინონ თავიანთი ნაშრომები კომისიის წინაშე (სურვილის შემთხვევაში PowerPoint-ში მომზადებული პრეზენტაციის სახით).

კონფერენციის თითოეულ მონაწილეს დაეთმობა 15 წუთი;

საპრეზენტაციოდ განსაზღვრული დროა 10 წუთი (მონაწილეებს დრო არ დაემატებათ!);

პრეზენტაციის შემდეგ კითხვა-პასუხისათვის გამოყოფილია 5 წუთი;

იმ შემთხვევაში, თუ მითითებულ დრომდე პრეზენტაცია PowerPoint ფორმატში არ გაეგზავნება საორგანიზაციო კომისიას, მონაწილეები ნაშრომს წარადგენენ მის გარეშე;

PowerPoint ფორმატში მომზადებული პრეზენტაციის საბოლოო ვერსიის მიღების შემდეგ არ იქნება შესაძლებელი მასში ცვლილებების შეტანა.