[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

IBSU-ს ლექტორები ათენში გამართულ საერთაშორისო კონფერენციას დაესწრნენ

განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლა

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კონფერენციებისა და პუბლიკაციების სამსახურის ხელმძღვანელმა დოქტ. გივი ამაღლობელმა და აშშ-ს საგარეო ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელმა ასოც. პროფ. დოქტ. თეა ჭუმბურიძემ მონაწილეობა მიიღეს საბერძნეთის დედაქალაქ ათენში  გამართულ  ეკოლოგიის საკითხებისადმი მიძღვნილ რიგით მეოთხე საერთაშორისო კონფერენციაში (International Conference on Environmental Design, ICED, 2023). 

ასოც. პროფ. დოქტ. თეა ჭუმბურიძემ წარადგინა მოხსენება დასახელებით „გარემოს დაცვასთან დაკავშირებული გამოწვევები: საყდრისი-ყაჩაღიანის და დაკოტას მილსადენის მაგალითი“.

დოქტ. გივი ამაღლობელმა წარადგინა მოხსენება დასახელებით „ეკოლოგიური საკითხების ფრეიმინგი კაპიტალისტური დისკურსის ფარგლებში“. 

აღნიშნული მოხსენება დაიბეჭდა SCOPUS-ის მონაცემთა ბაზაში ინდექსირებულ  ჟურნალში (IOP Conference Series: Earth and Environmental Science)

აგრეთვე, დოქტ. გივი ამაღლობელმა უხელმძღვანელა კონფერენციის ერთ-ერთ სექციას.

აღსანიშნავია, რომ კონფერენციაში მონაწილეობას იღებდა 600-ზე მეტი მკვლევარი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.