IBSU-ს განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელიმა, ეკატერინე ფიფიამ, მონაწილეობა მიიღო The Teacher Think-Aloud Podcast-ის ერთ-ერთ ეპიზოდში სახელწოდებით “Friends of the Podcast.”
ეკატერინე ფიფიამ პოდკასტის წამყვანებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა და ყურადღება გაამახვილა სწავლების პროცესში სტუდენტებისთვის სტრესისგან თავისუფალი გარემოს შექმნაზე.
“სწავლება მიღებული ცოდნის კოპირება არ გახლავთ, რადგან ადამიანებს განსხვავებული ემოციები და გრძნობები გვაქვს და მიღებულ ინფორმაციას ინდივიდუალურად აღვიქვამთ. სტუდენტებს ყოველთვის ვაძლევ მიღებული ინფორმაციის გაფილტვრის საშუალებას,” განაცხადა ეკატერერინე ფიფიამ.