[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

IBSU-ს სტუდენტები აშშ საელჩოს ღონისძიებას დაესწრნენ

განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლა

მსოფლიო პრესის თავისუფლების დღესთან დაკავშირებით, IBSU-ს ციფრული მედიისა და კომუნიკაციის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებმა, ავთანდილ ზარნაძემ და მარიამ ბიბილაშვილმა მონაწილეობა მიიღეს საქართველოში აშშ საელჩოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში, რომელსაც მედია ატაშე ჯონ ფერი უძღვებოდა.

დისკუსია წარიმართა ამერიკელი ავტორის, მეთ ტაიბის ბესტსელერის „სიძულვილი: რატომ ახერხებს დღევანდელი მედია გვძულდეს ერთმანეთი“ ირგვლივ.

ღონისძიებას ესწრებოდნენ სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი პროფ. დალი ოსეფაშვილი და ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი ასოც. პროფ. მაგდა მემანიშვილი.