IBSU-ს განათლების ადმინისტრირების პროგრამის სტუდენტებმა, ხატია ბერიძემ, მარიამ კუპატაძემ და თამარ შიოშვილმა, მონაწილეობა მიიღეს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებულ განათლების სტუდენტურ კონფერენციაში.
სტუდენტების მიერ წარდგენილი კვლევითი პროექტების პრეზენტაციები თემატურად ფარავდა განათლების ყველა საფეხურს. კონფერენციაზე გაზიარდა საინტერესო პრაქტიკები და რეკომენდაციები მაგისტრანტთა კვლევის თემატიკების შესაბამისად.