შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლის აფილირებული ასოცირებული პროფესორი, დოქტორი ირმა მესირიძე ერაზმუს + პერსონალის მობილობისა და შიდაინსტიტუციური შეთანხმების ფარგლებში, პოლონეთში მაზოვის უნივერსიტეტს ეწვია.
პროფესორი ირმა მესირიძე შეხვდა მაზოვის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და ინფორმაციული ტექნოლოგიების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანს, ასოცირებულ პროფესორს, დოქტორ აგნიესკა რუმიანოვსკას, მედიცინის კოლეჯის ვიცე-რექტორს, ასოცირებულ პროფესორს, დოქტორ მარიოლა გლოვაცკას და სამართლის, ადმინისტრირებისა და ეკონომიკის ფაკულტეტის ვიცე-დეკანს, დოქტორ ბოგდან გრუზინსკის. მხარეებმა განიხილეს ერაზმუს + ფარგლებში თანამშრომლობის გაძლიერების მომავალი შესაძლებლობები.
შეხვედრების პარალელურად, სასწავლო მობილობის განსახორციელებლად ირმა მესირიძემ მაზოვის უნივერსიტეტის სამართლის, ადმინისტრირებისა და ეკონომიკის ფაკულტეტზე ჩაატარა ლექცია თემაზე “გლობალიზაცია, კულტურული იდენტობა და სოციალური სამართლიანობა განათლებაში.”
ასევე, პოლონეთში ვიზიტის ფარგლებში, IBSU-ს მედიცინის სკოლის პროფესორმა, მზია წიკლაურმა წარმოადგინა პრეზენტაცია სამედიცინო განათლების მოდელირების (OSCE), პირველადი დახმარებისა და გულ-ფილტვის რეანიმაციის (CPR) ძირითად ასპექტებზე.