[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სტუდენტთა სარეიტინგო სისტემა

განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლა

სტუდენტთა სარეიტინგო სისტემა არის სტუდენტების ჩართულობის სტრატეგიის ფარგლებში სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მიერ ინიცირებული პროექტი, რომელიც გულისხმობს სტუდენტების რეიტინგის შედგენას მათ მიერ კლასგარეშე და არაპროგრამულ ღონისძიებებში გამოჩენილი აქტიურობის მიხედვით როგორც უნივერსიტეტში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

სტუდენტთა სარეიტინგო სისტემის ძირითადი პრინციპი გულისხმობს სტუდენტთა რეიტინგის დადგენას მოცემული კრიტერიუმებისთვის მინიჭებული ქულების დაჯამების გზით. დაჯამებულ ქულათა მაქსიმუმი არაა განსაზღვრული. სემესტრის ბოლოს პროპორციულად სტუდენტთა ქულები ითვლება 100-ბალიანი სისტემით. ყველაზე მაღალი ქულის მქონე სტუდენტის მონაცემები განსაზღვრავს უმაღლეს შეფასებას 100-ბალიან სისტემაში.

  • რეიტინგში პირველ ადგილზე გასული სტუდენტი მომდევნო სემესტრის (6 თვის) განმავლობაში ყოველთვიურად იღებს სტიპენდიას 100 ლარის ოდენობით;
  • რეიტინგში მეორე და მესამე ადგილზე გასული სტუდენტები მიიღებენ სწავლის გადასახადზე დამატებით 10%-იან ფასდაკლებას;
  • რეიტინგში მეოთხე, მეხუთე და მეექვსე ადგილზე გასულ სტუდენტებს გადაეცემათ შზსუ-ს ტრენინგ ცენტრის მიერ განხორციელებულ ტრენინგებს შორის მათთვის სასურველი ტრენინგის უფასოდ გავლის შესაძლებლობა;
  • რეიტინგში მეშვიდე, მერვე, მეცხრე და მეათე ადგილზე გასული სტუდენტები მიიღებენ 50-ლარიან სასაჩუქრე ბარათებს წიგნების მაღაზიისგან;

დაწვრილებითი ინფორმაციისთვის იხილეთ შემდეგი დოკუმენტები:

დანართი №1:  სარეგისტრაციო განცხადების ფორმა;

I ეტაპის შედეგები

II ეტაპის შედეგები

III ეტაპის შედეგები

IV ეტაპის შედეგები

საკონტაქტო პირი: ნინო სამხარაძე

ელ-ფოსტა: nsamkharadze@ibsu.edu.ge

ოფისი: № 512 ოთახი, მე-5 სართული, ადმინისტრაციული შენობა.