[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

საორიენტაციო შეხვედრები პირველი კურსის სტუდენტებთან

განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლა

12 სექტემბერს სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტმა პირველი კურსის სტუდენტებისთვის საორიენტაციო შეხვედრები გამართა.

შეხვედრის ფარგლებში იბსუელებს სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი ქ-ნი ბაია ივანეიშვილი მიესალმა.

შეხვედრა მიზნად ისახავდა, სტუდენტებისთვის ფაკულტეტის მუშაობის სპეციფიკის, მათთვის საინტერესო ინფორმაციის, ფაკულტეტზე არსებული სხვადასხვა შესაძლებლობების გაცნობას. ეკონომიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მმართველობის და ჟურნალისტიკის პროგრამების კოორდინატორებმა მიაწოდეს პირველკურსელებს სასარგებლო ინფორმაცია სასწავლო პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებით მათი სპეციალობების სპეციფიკის გათვალისწინებით.